საზოგადოება
ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც კოვიდ-19-ს ემსხვერპლა – მოზარდს მასწავლებლები ემშვიდობებიან
2020-11-02 00:05:51
კორონავირუსს 15 წლის გოგონა ემსხვერპლა. ის საქართველოში ვირუსით გარდაცვლილთა შორის ასაკით ყველაზე პატარა იყო. გოგონა რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი სკოლა “ქორალის” მოსწავლე ქეთი კობერიძეა. სოციალურ ქსელში მას მეგობრები და მასწავლებლები ემშვიდობებიან და ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ:
ხათო ბადირეიშვილი: “გული საშინლაად მრტკივა, ურთულესია მოსწავლის გარდაცვალების გააზრება. ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი თბილი და ტკბილი დრო გაგვიტარებია ერთად, გული მეწვის. ამ ფოტოებისა შეტყობინებების ნახვაა, რომელიც უკვე მოგონებაა, ტკბილი მოგონება ცრემლიანი და ტკივილიანი მოგონება. ქეთა, ჩემო ლამაზო, თბილო, თვალებციმციმა, ყოველთვის ხალისიანო, ძალიან დამწყვიტე გული. შენი ხმა ყურში ჩემსმის.
მასწიკო” – რამდენჯერმე მოგიმართავს ეგრე და ეხლა შენს “მასწიკოს” ძალიან უჭირს ამ ყველაფრის გააზრება.შენს კლასელებს, მეგობრებს და მასწავლებლებს – ვუსამძიმრებ მათ, ყველას ძალიან უჭირს დღეს შენს გამო”
ანა კინწურაშვილი: “ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად. ასე მითხრა, მასწიკო, სულ მინდოდა მასწავლებლები ფერიები ყოფილიყვნენ და ესეც ამისრულდაო… უამრავი ოცნება, სურვილი დარჩა..ჩემო ქეთი, ჩემო ფერია გოგო, ჩვენო ანგელოზო. კორონა! დიახ კორონა! ბაბუა და შვილიშვილი ერთდროულად… დაიცავით ეს ოხერი წესები, დაიცავით”.
კომენტარები