0 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია. მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას", - წერს ენუქიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები