0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გვარამია: რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორისტს, იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი  Nino Giorgobiani, ზუსტად ვიცით ჩვენც და  ელისო კილაძე მაც, რონ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ ცნობილი და გამოჩენილი შევარდნაძის დროინელი ჯალათის, სამხედრო პოლიციაში ირაკლი ალასანიას მიერ რატომღაც დაბრუნებული სერგო ჩაჩიბაის ხელით, და იმიტომ მალავთ მის დანაშაულში თანამონაწილეობას და აპრავებთ, რომ არჩევნებამდე არ გინდათ გაბაზრდეს, რომ მოქმედმა სამხედროებმა მძევლები აიყვანეს და ბანკი გაძარცვეს. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორისტს: იმედი არ გქონდეთ, რომ თქვენს სატყუარას გადავყლაპავთ. ნამდვილი ტერორისტის თვალები გვაქვს და თვალი თითის ანაბეჭდივით ერთადერთი და უნიკალურია. ასე რომ, თვალების სკანირებას გავაკეთებთ და შევადარებთ. იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას. აღნაგობის და ბოდილეგვიჯის (მიხრამოხრა, ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ) შედარებით და თვალების სკანირებით აუცილებლად დავადგენთ ნამდვილი დამნაშავე აიყვანეთ, თუ გვატყრუებთ, როგორც ხვიბლიანის შემთხვევაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები