საზოგადოება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კოვიდინფიცრებულთა შორის ერთი თვის ჩვილიცაა
2020-10-19 14:32:48
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთა შორის ერთი თვის ჩვილიც არის, – ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„გვყავს 68 კოვიდინფიცირებული, 6 არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან 3 გახლავთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 15-ზე მეტი, ჟანგბადამოკიდებულებით და პნევმონიით. პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
კომენტარები