0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე - 31 ოქტომბრის შემდეგ თუ ისევ“ქართული ოცნება” დარჩება მმართველობაში, ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაიღუპება

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ  ქვეყნაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა  და განმარტა, რომ არჩევნების შემდეგ,  მისი პარტია საქართველოში კორუფციას  დაასრულებს. 

კერძოდ, საქმე ეხება, კოვიდ პანდემიის შემდეგ მმართველი გუნდის მიერ საგარეო ვალის არამიზნობრივად და სელექციურად  ხარჯვას. 

“წარმოიდგინეთ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ისევ“ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაღუპულია.  რადგან  ადამიანებს ერთადერთი ამოცანა რჩებათ,  როგორმე ეს ხელისუფლება გაისტუმრონ. ფინანსები რომელიც მმართველმა გუნდმა  ვალის სახით მოიზიდა და ისევ ჩვენი, მოქალაქეების,  გადასახდელია, დარიგდა არაგონივრულად და სელექციურად. გაიწერა მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე. სიას თუ ჩავხედავთ, ვინ შესწირა პარტია “ქართულ ოცნებას” ფული ნათლად დავინახავთ, რომ ისევ ამ კომპანიებმა.  გპირდებით, რომ ეს კორუფცია არა მხოლოდ დასრულდება , არამედ თითოეული მათგანი დაისჯება, იმიტომ რომ ეს არის ქურდობა და ქვეყნის ღალატი, როდესაც მთავრობა ხალხის ფულს  ჯიბეში იდებს,”- განაცხადა  ხაზარაძემ. 

მან ასევე იმ ამომრჩევლებს მიმართა, ვისაც  ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მიიღებენ თუ არა მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას.  

“მინდა იმ ამომრჩეველს მივმართო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი. მათი ეს პოზიცია  ქვეყანას ისევ ამ მდგომარეობაში დატოვებს, ან უარესში ჩააგდებს. ამიტომ მოგიწოდებთ, აუცილებლად გააკეთეთ თქვენი არჩევანი. მიშას და ბიძინას თამაშიდან ისევ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...