0 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველო - განსხვავებულთა ერთობა -"ლელომ" ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს თავის ხედვა წარუდგინა

საქართველო - განსხვავებულთა ერთობა - ამ პათოსით დღეს “ლელოს” სათაო ოფისში პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა. მათ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით პარტიის პროგრამული ხედვა წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

„დღეს რომ  ჩვენ ასეთი საინტერესო ქვეყანა ვართ, ამას ქმნის ჩვენი ისტორიული ფესვები და ერთად ცხოვრება“-ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრისას ისაუბრა.  

„ნამდვილად უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ისტორიულად ჩვენი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ყოველთვის ჩვენი სიმდიდრე იყო და საქართველო ყოველთვის იდგა ამ სიმდიდრეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, პირადად მე ვიზრდებოდი ისეთ უბანში, სადაც ბევრი რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელი ვცხოვრობდით ერთად, ეს იყო მართლა დიდი ბედნიერება და სწორედ ამას ჰქვია საქართველო,“- განაცხადა ხაზარაძემ. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფიო შამანიდის განმარტებით, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაზე იმსჯელეს პარტიის ხედვაზე და გეგმებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით. 

„ლელოს“ ოფისში დღეს შევხვდით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და პროგრამა. ასევე, შევხვდით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ განსახილველად, მოვისმინეთ მათი შენიშვნები, რეკომენდაციები და უკვე დამუშავებულ ვარიანტს ფართო საზოგადოებას ოფიციალური პროგრამის სახით წარვუდგენთ,“ - აღნიშნა შამანიდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...