მსოფლიო
ამირან გამყრელიძე: ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს კიდევ ერთხელ იმსჯელებს
2020-10-09 20:36:56
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების საკითხზე ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებებს, რა უნდა შეჩერდეს, რა უნდა დაიკეტოს, რა უნდა გადავადდეს, იღებს საკოორდინაციო საბჭო კონსენსუსისა და ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე.
„ჯერ დაანონსებულია, რომ საბავშვო ბაღები იწყებენ მუშაობას. როდესაც ინფექციის ზრდა არის ნებისმიერი მობილობის გაზრდა მომატებული რისკია, მაგრამ მომატებული ინფიცირების ფონზე, პროცესი ქვეყანაში იმართება. სამედიცინო სექტორი პროცესს მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. ვფიქრობ, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი კვლავ განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ზოგადად, ეს არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური, არამედ ასევე სოციალური საკითხია, როდესაც მშობლები მუშაობენ და ბავშვი უნდა წავიდეს საბავშვო ბაღში, ასევე დაკავშირებულია ბავშთა კვებასთან და ა.შ. კომპლექსურია საკითხი და მოითხოვს განხილვას. მე მაქვს ჩემი რეკომენდაციები ამ საკითხზე, ისევე როგორც დაავადებთა კონტროლის ცენტრს, რომელსაც დავაფიქსირებთ საკოორდინაციო საბჭოზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ
კომენტარები