საზოგადოება
“პატივს მივაგებთ მთავრობას” – ოცნების ღონისძიებას ნიკორწმინდის ეპისკოპოსი დაესწრო
2020-10-09 16:21:51
ამბროლაურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგებას ნიკორწმინდის ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი დაესწრო.
მისი განცხადებით, ეპარქია “პატივს მიაგებს” მთავრობას.
“პირადი მხარდაჭერა აქ არაფერ შუაშია. მე ვფიქრობ, რომ რახან მთავრობის წარმომადგენლობაა და ჩვენ პატივს მივაგებთ მთავრობას, ვალდებული ვარ, როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარი, ვიყო და გავეცნო, თუ ვინ შეიძლება იყოს დეპუტატი”, – აცხადებს მეუფე ვახტანგი.
ცნობისთვის, ეს სასულიერო პირების ქართული ოცნების ღონისძიებაზე დასწრების პირველი შემთხვევა არარის. მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას დაესწრო ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი, სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია, მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ა.შ.
კომენტარები