2 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ხალხური რეწვის ოსტატების განახლებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

ხვალ, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე ტრადიციული რეწვის ოსტატების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

წელს პირველად , აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატები თანამედროვე ბაზრის შესაბამისი პროდუქციის შექმნაშიაჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების“ ფარგლებში გადამზადდნენ.

დღეს, გამოფენისთვის მზადების პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე გაეცნო.

„ჩვენი მთავრობის მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული ტრადიციული რეწვის განვითარებას და მოვახდინოთ მისი ინტეგრაცია ბაზარზე. სწორედ ამ მიზნით ჩვენ გადავამზადეთ ტრადიციული რეწვის ოსტატები აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, რათა შესაძლებელი გამხადრიყო კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება“- აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ .
ხვალ, გამოფენა-გაყიდვის პარალელურად ქალაქის სტუმრებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ადგილობრივი ბენდების - ASEA SOOL, GROOVEPHONICS -IRAKLI PAGAVA, THE NEMO მიერ შესრულებულ სხვადსახვა კომპოზიციას. 

კონცერტები ტურისტულ სეზონზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები