1 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში კაცმა მძინარე მშობლები დახოცა, შემდეგ კი ბინაში ხანძარი გააჩინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც თბილისში მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდა.

უწყების ცნობით, 27 აპრილს ისანი-სამგორის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო, მისულებს კი კარები შიგნიდან ურდულით დაკეტილი დახვდათ, ბინაში შეღწევის შემდეგ კი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

“ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ-ის და მისი მეუღლის -—1967 წელს დაბადებული ლ.თ-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს, ზ.ბ-ს და ლ.თ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა”, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა — კარადებიდან ტანსაცმელი და სხვა ნივთები გადმოყარა, მშობლების თანხა და სამკაულები იპოვა, ბინაში ხანძარი გააჩინა და ადგილიდან მიიმალა. შსს-მ ნივთმტკიცებად ბინიდან წაღებული ნივთები ამოიღო.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები