0 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

შსს ნიკა რურუას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ნიკა რურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები