1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თუკი უკეთესი ცხოვრება გსურთ, თავად უკეთესი უნდა გახდეთ’’-არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება

                                                                   მოამზადა - სუზი მკრტიჩიანმა

   თქვენი ამჟამინდელი ცოდნა თქვენი დღევანდელი მდგომარეობისთვის საკმარისია, თუმცა თუკი შემოსავლების ზრდა და ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ, საჭიროა ახალი უნარების გამომუშავება. იმ უნარების, რომლებიც პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ შეზღუდვები არ არსებობს, მთავარია განვითარების გზებს ყოველდღიურად ეძებდეთ.

უპირველეს ყოვლისა, მიზნად დაისახეთ, რომ თქვენს სფეროში წარმატებული ადამიანების 10%-ში აღმოჩნდეთ. იცოდეთ, რომ ყველამ ბოლო 10%-დან დაიწყო. შემდეგ, მათ გადაწყვიტეს წარმატებისთვის მიეღწიათ და განვითარების გზები შეიმუშავეს. შედეგიც სახეზეა.

და ყველაზე მთავარი იცი რა არის?! – არავინ შენზე უკეთესი არ არის, არც შენზე ჭკვიანი. ყველა ადამიანს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მთავარია სწორად გამოიყენოს ის.

საბედნიეროდ შესაძლებლობები განუსაზღვრელია, ზღვარი არ არსებობს. საჭიროა მხოლოდ მიზანდასახულობა და სწორი მიდგომები.

შესაძლოა ბევრ საკითხში საუკეთესო იყოთ, თუმცა დაგვიანებული გააზრება იმისა, რომ განვითარება გესაჭიროებათ, შეიძლება ერთადერთი და უმთავრესი სისუსტე იყოს. ამიტომაც, რაც უფრო სწრაფად დაძლევთ თქვენს სუსტ მხარეს, წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწევთ.

მთავარი კითხვა, რაც საკუთარ თავს ხშირად უნდა დაუსვათ ასე ჟღერს: რისი ცოდნა დამეხმარება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ჩემს კარიერაში?

გაეცით გულწრფელი პასუხი და შემდეგ ამ "მიზნამდე ’’ მიღწევის გზები ჩამოწერეთ.

შეადგინეთ სია:

  • წიგნების, რომლებსაც კითხულობთ.

  • კურსები, რომლებსაც გადიხართ.

  • მუსიკა, რომელსაც უსმენთ.

  • ადამიანები, რომელთაც რჩევისთვის მიმართავთ.

  • სია იმ ქმედებებისა, რომლებსაც ყოველდღიურად თვითგანვითარებისთვის სწევთ.

    ფოკუსირება კონკრეტულ უნარზე მოახდინეთ. ზუსტად განსაზღვრეთ საჭიროებები.

თქვენი განვითარება კონცენტრაციის ყველაზე მნიშვნელოვან უნარზე გადატანით იწყება. ამ დროს თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ და განვითარების გზებს ეძებთ.

რას აკეთებთ მიზნის მიღწევის შემდეგ?

დანებება არც იფიქროთ! გახსოვდეთ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, კიდევ რისი სწავლა გინდათ? რა დაგეხმარებათ მორიგი წარმატების მიღწევაში?

იმავე პრინციპით ჩამოწერე მიზნები.

ყველაფერი დასწავლადია:

  • ბიზნესუნარები

  • გაყიდვების უნარები

ყველა, ვინც დღეს ამ საქმეში წარმატებულია, ერთ დროს ბოლო 10%-ში იყო. თუკი ათასობით ადამიანმა შეძლო, თქვენ რატომ ვერ შეძლებთ? მთავარი მიზანდასახულობაა.

გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, როცა თავად გახდენით უკეთესი . საზღვრები არ არსებობს!!!


კომენტარები

მსგავსი სიახლეები