0 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაიხეხეთ კბილები საფუძვლიანად, რადგან პირის ღრუში არსებული ბაქტერიები კიბოს რისკს ზრდის

   კბილების გამოხეხვა არა მარტო კარიესის გაჩენას უშლის ხელს, არამედ  ამცირებს კიბოს გაჩენის რისკებსაც.

კვლევებმა აჩვენა, რომ პირის ღრუში არსებული ბაქტერიებს შეუძლიათ კიბოს ფორმირების რისკი გაზარდონ.

თუმცა კავშირი მათ შორის არაა ზუსტად დადგენილი. მეცნიერთა თქმით, სავარაუდოდ, ბაქტერია გადადის სისხლძარღვთა სისტემაში. აქედან ის ხვდება სხვადასხვა ორგანოში და აინფიცირებს ქსოვილებს.

რამდენიმე გამოკვლევამ დაადგინა კავშირი პირის ღრუს ბაქტერიებს და კიბოს რისკის ზრდას შორის, მათ შორის: მკერდის კიბოს, პანკრეასის კიბოს, საყლაპავი მილის კიბოსა და კუჭ-ნაწლავის კიბოსთან.

ამ კავშირების დადგენის შემდეგ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ დღესაც შეეძლებათ უთხრან ადამიანებს, რომ მათი კიბოს რისკის ზრდა დაკავშირებულია მათ სხეულში არსებულ ბაქტერიებზე.

                                                              ავტორი :  მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები