2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რისკები, რომლებიც ავტომობილში არასაკმარისი, ძველი ან შეუსაბამო ზეთის გამოყენებას ახლავს

ზაფხული ის დროა, როდესაც ყველა ჩვენგანი შვებულებისთვის ემზადება, არჩევს სასურველ ლოკაციებს და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობას ეძებს. შვებულებისთვის სამზადისში არ უნდა გამოგვრჩეს, რომ იდეალური დასვენების ერთ-ერთი მთავარი პირობა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულში გზებზე მოძრაობა აქტიურდება და  ადამიანების უმეტესობა ავტომობილით ყველაზე მეტ დისტანციას სწორედ ამ პერიოდში ფარავს, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ავტომობილი გამართულ მდგომარეობაშია.

მიუხედავად ამისა, ბევრი მძღოლი ავტომობილის სეზონურად გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. საზოგადოებაში გავრცელებულია სხვადასხვა არასწორი სტერეოტიპი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ სეზონურად ავტომობილის სხვადასხვა დეტალის შემოწმება ზედმეტი დროისა და ფინანსების ხარჯვაა. ამის დასტურად კი მძღოლებს ზოგჯერ ცალკეული ისტორიებიც მოჰყავთ ხოლმე იმის შესახებ, რომ კონკრეტულ მძღოლს გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას გზაზე უსიამოვნება არ შეემთხვა. რეალურად კი, ასეთი  ერთეული ისტორიების განზოგადება არაგონივრულია და უპასუხისმგებლო ქმედებით საკუთარი თუ სხვისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურად გადამოწმებას საჭიროებს, ძრავის ზეთი და მისი დროული განახლებაა.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ არის აუცილებელი ძრავის ზეთის შემოწმება გარკვეული პერიოდულობით.

ძრავის დეტალების ცვეთა

ძრავის ზეთის მთავარი თვისება მისი დეტალების შეპოხვაა. ავტომობილის დაქოქვის მომენტიდან მის ჩაქრობამდე ძრავის ყველა შიდა დეტალი გამუდმებით მოძრაობს. რომ არა ზეთი და მისი შეპოხვის უნარი, ყველა დეტალი მალევე გაცვდებოდა, დაზიანდებოდა და ძრავაც, შესაბამისად, ვეღარ იმუშავებდა. სწორედ ზეთი უზრუნველყოფს ამ დეტალების თავდაპირველი მდგომარეობის შენარჩუნებას.

ზეთის შეცვლის საჭიროება მხოლოდ გარბენზე არ არის დამოკიდებული. ზეთის ჩასხმიდან 1 წლის ვადაში მისი შეცვლა აუცილებელია — იმის მიუხედავად, რამდენ კილომეტრს გაივლით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 1 წლის შემდეგ ზეთი უმთავრეს თვისებებს — ძრავის დეტალების შეპოხვის, ცვეთის შემცირებისა და ტემპერატურის შენარჩუნების უნარს კარგავს.

ზაფხულის სეზონზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში კი, ზეთს თავისი ფუნქციების შესრულება კიდევ უფრო უჭირს. განსაკუთრებით შორ გზაზე გადაადგილებისას — როცა ძრავის გადახურებისა და დაზიანების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

ძრავის გადახურება

ძრავის ზეთს აქვს თვისება, გაუძლოს ძრავაში შექმნილ მაღალ ტემპერატურას, შთანთქას ის და ამ პირობებშიც შეინარჩუნოს შეპოხვის უნარი. თუკი დროულად არ ვიზრუნებთ მის შეცვლაზე, რესურსამოწურული ზეთი დროთა განმავლობაში ძრავის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს, მისი შეკეთება კი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

საწვავის მოხმარების ზრდა

ძრავის ზეთს, ისევე როგორც ავტომობილის შემადგენელ ყველა დეტალს, აქვს გარკვეული რესურსი, რომლის ამოწურვის შემდეგაც ის კარგავს თავის თვისებებს და, შესაბამისად, ვეღარ იცავს ძრავის დეტალებს დაზიანებისაგან. როდესაც ძრავის ზეთს სამუშაო რესურსი ამოეწურება, კარგავს სიბლანტეს, შედეგად კი დეტალები კარგად ვეღარ იპოხება და უფრო მეტი ენერგია სჭირდება შესაბამისი სიმძლავრის გამოსამუშავებლად. ამიტომ საწვავის მოხმარებაც შესამჩნევად იმატებს.

გამონაბოლქვის დონის ზრდა და გარემოს დაბინძურება

თუკი ზეთის შეცვლაზე დროულად არ ვიზრუნებთ, ძრავის მნიშვნელოვანი დეტალების დაზიანებას გვერდს ვერ ავუვლით. ასევე დიდია რისკი, რომ დაზიანების შემდეგ ზეთმა გაჟონვა დაიწყოს და ამით გარემო დავაბინძუროთ. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გამონაბოლქვის დონესაც გაზრდის.

ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, ძრავის ზეთის დროული შეცვლა თქვენი ავტომობილის ძრავას დაზიანებისაგან დაიცავს და გარემოზეც ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძრავის ზეთების ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. ივლისში პრემიუმ ხარისხის ზეთებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები