ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით უკვე მე-10 იდეათეკა გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიამ „მეღვინეობა ხარებამ“.
ამიერიდან ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში 600-ზე მეტ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსებით როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ.
პროექტ „იდეათეკის“ მიზანს წარმოადგენს რეგიონების საჯარო სკოლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით ხელი შეუწყოს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას. შექმნას სივრცე, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ როგორც გაკვეთილების უფრო საინტერესო ფორმატში ჩატარებას, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ თუ ფიზიკური შეხვედრების თუ სხვა საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას.
„მოხარული ვართ, რომ მორიგი, რიგით მე-10 იდეათეკა ამჯერად ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში გავხსენით. პროექტი სამი წლის წინ დავიწყეთ იმ იდეით რომ ხელი შეგვეწყო განათლებისთვის მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. გვინდოდა ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, ჰქონოდათ წვდომა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე და შედეგად, უკვე 6,000-ზე მეტ მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს გორის სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, დუისში, ასევე ფოთში, ამბროლაურში, ახალქალაქში, ოზურგეთში, თბილისში. მათ აქვთ წვდომა იდეათეკაში განთავსებულ რესურსებზე: ინტერნეტზე, კომპიუტერებზე, პროექტორზე, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოებზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები