ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 100 წიგნი შეემატა. თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით თაროები საბავშვო ლიტერატურითა და ენციკლოპედიური გამოცემებით შეივსო. საგანმანათლებლო დაწესებულებას სულ 135 აღსაზრდელი ჰყავს. მოსწავლეები გზავნილს თავად დახვდნენ. საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე დასახლებაში მშვიდობისა და მზრუნველობის ფასი ყველაზე კარგად იციან.
აქტივობა „ბიბლუსის“ კამპანიის ფარგლებში „წიგნი მშვიდობისათვის“ განხორციელდა. თეგეტა ჰოლდინგი კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერია.
თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული: "თეგეტასთვის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „წიგნები მშვიდობისათვის“ ის პროექტია, რომლის კონცეფციაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებს ემთხვევა. გვინდოდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აძვის სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. ვფიქრობთ, ახალი წიგნებით დავეხმარებით მოსწავლეებს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს“.
კამპანიის „წიგნი მშვიდობისთვის“ ფარგლებში, „ბიბლუსმა“ თეგეტა ჰოლდინგთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ხუთი სოფლის საჯარო სკოლისთვის ბიბლიოთეკები მოაწყო. წიგნები სოფლების კირბალის, აძვის, ქვეშის, დიცისა და ნიქოზის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა.
„ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, დეკო კურკუმული: "ბიბლუსისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული ეს პირველი აქტივობა არ არის. ვცდილობთ, დავეხმაროთ სკოლებს, მოვაწყოთ ბიბლიოთეკები და ბავშვები ახალი წიგნებით გავახაროთ. წელს ომის თემატიკას გვერდს ვერ ავუვლიდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაგვეგეგმა კამპანია "წიგნი მშვიდობისათვის“ - ომისა და აგრესიისთვის წიგნიერება და განათლება დაგვეპირისპირებინა“.
ამ დროისათვის საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ, სულ, 8 სოფელში განახლდა და მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკები. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯამში, 1000-ზე მეტი წიგნი გადაეცა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები