ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინტერესო პროდუქტების დანერგვას და შეთავაზებას განაგრძობს. გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, ბანკმა ბიზნესებს ეკომეგობრული გადაწყვეტა-„ენერგოკრედიტი“ შესთავაზა. მზის პანელების შესაძენად განკუთვნილი პროდუქტით უკვე არაერთმა კომპანიამ ისარგებლა, მათ შორის “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” (KTW).
პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ 1 025 734 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა, რაც KTW-ს პატარძეულის საწარმოში 450 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურის მონტაჟს მოხმარდა. აღნიშნული APM-ისა და Helios Energy Georgia-ს ჩართულობით განახორციელდა.
„საწარმოს წლიური ენერგიის მოხმარება დაახლოებით 900 000 კვტ-ს უტოლდება, ხოლო მზის ელექტრო სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია დაახლოებით 590 000 კვტ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამომუშავებული ენერგიის წლიური ეფექტი 65% მიაღწევს, რაც დაახლოებით 200 000 ლარს უდრის. მზის ელექტრო სადგურით გამოთავისუფლებული ელ. ენერგია და ფინანსური რესურსი კვლავ საწარმოს განვითარებას მოხმარდება. ეს კი პირდაპირ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე. სამომავლოდ, ვგეგმავთ მზის ელექტრო სადგურები მანავის, ველისციხის, ჩოხატაურისა და დაბა ქედის ქარხნებშიც განვათავსოთ. ეს დადებითად აისახება როგორც გარემოზე, ასევე კომპანიის საქმიანობაზე, ვინაიდან შემცირებული ხარჯების ფონზე, შევძლებთ მეტად ვიზრუნოთ კომპანიაზე“,- აცხადებს KTW-ს წარმომადგენელი, კობა ხარხელი.
„საქართველოს ბანკისა და KTW-ს თანამშრომლობა 8 წელს ითვლის. ამ დროის მანძილზე, გვქონდა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა კომპანიის სხვადასხვა პროექტებისთვის, იქნებოდა ეს მანქანა-დანადგარების გადაიარაღება, ქარხნების და სასტუმროების მშენებლობა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ კომპანიის საქმიანობის განვითარებაში. „ენერგოკრედიტის“ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად, ის ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ KTW-ს სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ბიზნესებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.
ინფორმაციისთვის, KTW ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა და დღეს 2 500-მდე ადამიანს ასაქმებს. KTW ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით დამზადებულ ჭაჭას აწარმოებს, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
უფრო მეტი ინფორმაცია ენერგოკრედიტზე ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3K9vVJk
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები