ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება - “უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე” - გამოაქვეყნა. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რაოდენობრივი გაანგარიშება საკმაოდ რთულია. ამის გათვალისწინებით, წინა კრიზისებისა და ექსპერტულ მსჯელობაზე დაყრდნობით, შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს კონფლიქტის ესკალაცია, შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში, რასაც მოჰყვება რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება, თუმცა საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის გათიშვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის დაახლოებით - 10%-იანი, რუსეთი ეკონომიკის კი 1%-2%-იანი ვარდნა. ამავდროულად, ხდება ჰრივნისა და რუბლის აშშ დოლართან 40%-ითა და 15%-ით გაუფასურება. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებისაგან განსხვავებით, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, ნავთობისა და სხვა სასაქონლო ფასების შემცირება სცენარში არ განიხილება.
მსგავსი განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქვეყნების მიხედვით, მოთხოვნის მიმართ მგრძნობიარე ექსპორტი, გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით, რუსეთის შემთხვევაში კი დაახლოებით 10%-ით შემცირდება. ამასთან, ტურიზმის მხრივ თიბისი კაპიტალი ითვალისწინებს, რომ სექტორი ჯერ კიდევ აღდგენის ფაზაშია და შესაბამისად, შემოდინებების შემცირება მხოლოდ 2022 წლის საბაზო სცენართან მიმართებით ფიქსირდება.
მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებებში, 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენის არგუმენტის გამო, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელთან მიმართებით საკმაოდ მცირეა და 10 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.
ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენის კუთხით, შოკი დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტის ოდენობითაა შეფასებული. თუკი 2022 წელს საბაზო სცენარი 5.5%-იანი ზრდაა, სტრესულ სცენარში ზრდა დაახლოებით 4.0%-ით განისაზღვრება. ლარის კურსის მხრივ, ზეგავლენა დაახლოებით 10%-იანი გაუფასურებაა, რაც ძირითადად უფრო სუსტი ჰრივნისა და რუბლის შედეგია, ვიდრე ცალკე აღებული სავალუტო შემოდინებების დანაკლისის, ვინაიდან 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის თიბისი კაპიტალის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, შოკი მატერიალური, თუმცა მაინც მართვადია.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 31 იანვრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები