ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად თიბისიმ ახალი პლატფორმა - თიბისი Z შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო სფეროებში, გაუზიარებს ახალ გამოცდილებებს და შესთავაზებს პროდუქტებს ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად.
„მომავალს ახალი თაობა ქმნის, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახალი თაობის უპირობო მხარდამჭერი იქნება. თიბისი Z ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე იქნება მორგებული და მათთან ერთად მუდმივად განვითარდება. პროდუქტულ შეთავაზებებთან ერთად, მომხმარებლებს იმ საკითხებში დავუჭერთ მხარს, რაც მათ აინტერესებთ, იქნება ეს მუსიკა, ხელოვნება, ურბანული კულტურა, გეიმინგი თუ სხვა". - ტატო ნორაკიძე, თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგის ლიდერი
თიბისი Z ეფუძნება გამოწერის ბიზნესმოდელს და აერთიანებს მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებებს. ფერად საბანკო ბარათებს სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებზე მორგებული საბანკო ნაკრების უფასოდ გამოწერის შემდეგ მიიღებენ. სტუდენტებსა და მოსწავლეებს 5-5 ფერის ბარათებიდან სასურველის შერჩევა შეუძლიათ. ბარათები განკუთვნილია 7-18 წლის მოსწავლეებისთვის და 19-23 წლის სტუდენტებისთვის.
• მოსწავლისა და სტუდენტის Z ბარათებს მომსახურების წლიური საკომისიო არ აქვთ;
• ასევე არ აქვთ თანხის განაღდების საკომისიო;
• ნაკრებები მოიცავს უფასო SMS სერვისს;
• უფასოა ინტერნეტ და მობაილბანკი;
• მოსწავლეები და სტუდენტები Z ბარათით გადაიხდიან ტრანსპორტის ღირებულებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში;
• ნებისმიერ გეიმინგ პლატფორმაზე Z ბარათით გადახდისას მომხმარებელს მომენტალურად უბრუნდება გადახდილი თანხის 20%.
ურბანული კულტურა, გეიმინგი, განათლება, ხელოვნება - ეს მცირედი ნაწილია ახალგაზრდების იმ ინტერესებისა, რომელთაც თიბისი Z დაფარავს. ბრენდის ფარგლებში შეიქმნება მუსიკალური, გეიმინგ თუ არტ-პლატფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს შემოიკრებს. დამატებით, Z ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებებით და ფასდაკლებებით კვების, ტანსაცმლის, გადაადგილების, განათლების, თავის მოვლის და სხვა მათთვის საჭირო ობიექტებში ისარგებლებენ.
თიბისის სტუდენტის და მოსწავლის ბარათის არსებულ მფლობელებს, Z ბარათის განახლება უფასოდ შეუძლიათ.
ბარათის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.TBCZ.ge
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები