ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს MasterCard-თან ერთად ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ს სთავაზობს. რაც გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 10%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ის 31 აგვისტოს დასრულდება. სამი თვის განმავლობაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, cashback-ს სახით დაბრუნებული თანხა ისევ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.
ციფრულ ბიზნესბარათის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.
აღნიშნული ბარათით, მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია უკეთესი კურსით.
აღსანიშნავია, რომ ბანკის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს ჩათვლით ციფრული ბარათის აღება სრულიად უფასოა ისევე, როგორც მისი მოხმარება ბარათის ვადის გასვლამდე. ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკში.
„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ცოტა ხნის წინ ჩვენ მომხმარებელს მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ციფრული ბიზნესბარათი შევთავაზეთ. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოს Cashback- ით და გამოთავისუფლებული თანხა კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ციფრულ ბიზნესბარათს ბევრი უპირატესობა აქვა, ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის გასააქტიურებლად სულ რამდენიმე წამია საჭირო. 31 აგვისტოს ჩათვლით კი ბარათის დამზადება, ასევე ვადის ამოწურვამდე მისი გამოყენებაც, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რათა გაუმჯობესებული პროცესებით თუ სერვისებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს", - განაცხადა გიორგი არველაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3yOiMQx
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები