ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითრიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით, წლევანდელმა ღონისძიებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, მის მთავარ მიზანს კი აბიტურიენტებისა და სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარგის პროფესიონალებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მომავლის პროფესიებზე, შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა თუ შესაძლებლობებზე. ე.წ. „შეხვედრების ოთახებში“ კი თავად სპიკერების გამოცდილებაზე დაყრდნობით მოესმინათ რჩევები YouTube-ერობის მიმართულებით. ასევე, content management-ისა და copywriting-ის შესწავლის გზებზე.
პანელური დისკუსიების ფარგლებში, დამსწრეებმა იმ შესაძლებლობებზეც შეიტყვეს, რასაც საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების პროგორამა „ლიდერატორის“ მეშვეობით ქმნის.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტებმა დამსწრეებს Fulbright-ისა და Chevening-ის პროგრამების ფარგლებში დაგროვილი გამოცდილებებიც გაუზიარეს. შეხვედრის ბოლოს საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს სტიპენდიანტებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.
„განათლების საერთაშორისო გამოფენა არაჩვეულებრივი გზაა სტუდენტებისთვის გაიგონ მეტი დასაქმების პერსპექტივებზე და აღმოაჩინონ ახალი სფეროები. მიიღონ მათთვის სწორი გადაწყვეტილებები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და განათლების საერთაშორისო გამოფენის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს მათი კარიერული განვითარების გზაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მეშვეობით განათლების ხელშეწყობას, იქნება ეს სასტიპენდიო და სტუდენტური დასაქმების პროგრამები თუ სხვა ინიციატივები. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, რათა შეძლონ განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები