ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
17 მარტს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" განაახლეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი. ფონდი ვალდებულებას იღებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ყველა საჭირო მედიკამენტით.
კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია "ავერსის" ქველმოქმედების ისტორიაში:
- სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ როგორც მოქმედ, ისე ვეტერან სპორტსმენებსაც. გვეამაყება, რომ წვლილი შეგვაქვს იმ ადამიანების წარმატებაში, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. "ავერსის" კლინიკები მხოლოდ უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს იღებენ. ღმერთის მადლიერი ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ასე დავუდგეთ გვერდით ქართულ სპორტს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დიდი მადლობა გადაუხადა "ავერსს" და მის დამფუძნებელს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და დასძინა, რომ სპორტსმენებისთვის განსაკუთრებული სტიმულია, როდესაც მხარდამჭერად ასეთი ძლიერი კომპანია ეგულებათ.
- მადლიერება უნდა გამოვხატო "ავერსის" მიმართ, რომელიც უკვე წლებია ასე უანგაროდ გვიდგას მხარში. თითოეული სპორტსმენი, ვისაც "ავერსის" საქველმოქმედო პროექტში მიუღია მონაწილეობა, აღნიშნავს, რომ "ავერსის კლინიკაში" თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
მემორანდუმი პირველად 2009 წელის 19 თებერვალს გაფორმდა. როგორც საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში სპორტსმენებმა დღემდე ისარგებლეს 1 158 958 ლარის სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 745134 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რაც ჯამში 1 904 092 ლარს შეადგენს.
"ავერსი" წარმატებას და გამარჯვებას უსურვებს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები