თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
Glovo და Volvo საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის გაერთიანდნენ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში გლოვოს პარტნიორი კურიერები ვოლვოს „სიცოცხლის სპრეის“ მიიღებენ.
„სიცოცხლის სპრეი“ სპეციალური სითხეა, რომელიც, ღამის საათებში, მოპედების, ველოსიპედების და მსუბუქი მოტოციკლების ხილვადობას ზრდის. შვედური ავტომწარმოებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო საგზაო მოძრაობა. სწორედ ამიტომ, მათ შექმნეს პროდუქტი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ხილვადობის მიზეზით მომხდარ საავტომობილო შემთხვევებს.
Volvo-ს სიცოცხლის სპრეის საშუალებით, Glovo-ს კურიერების ღამის საათებში გადაადგილება განსაკუთრებით უსაფრთხო გახდება. კომპანიები აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა, კოლაბორაციის მთავარი იდეაა.
მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში ორ წელზე მეტია ოპერირებს. Volvo-სთან პარტნიორობის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის ახალ ეპატზე გადადის.
შეგახსენებთ, რომ Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას მუდმივად უწყობს ხელს. გასულ წელს, კომპანია Geosafety-სთან ერთად, Glovo-მ საგანგებო ტრენინგ მოდული შესთავაზა მოპედებისა და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი უფასო მასტერკლასები არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს მასპინძლობდა, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს.
ვიდეო რგოლი - ვოლვოს სიცოცხლის სპრეი | Volvo Life Paint
Glovo-ს შესახებ:
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com
Volvo-ს შესახებ
“ვოლვო” შვედური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. “ვოლვო” მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. ის მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ავტომობილებს სპეციალური უსაფრთხოების დამხმარე სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ეხმარება უფრო უსაფრთხოდ მართოს ავტომობილი. უსაფრთხოებასთან ერთად “ვოლვო” გარემოზე მზრუნველი ბრენდია. კომპანიის სამომავლო მიზანია, 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილი გამოუშვას და ავტონომიური მართვის სისტემით უზრუნველყოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.volvocars.com
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები