ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
აჭარაბეთის მხარდაჭერით 10-12 დეკემბერს, თბილისი სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციას ვირტუალურად უმასპინძლებს. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება იქნება მსოფლიოში.
„აჭარაბეთისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აჭარაბეთი კოორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში.“ -აცხადებენ აჭარაბეთში.
სამ დღიანი ვირტუალური კონფერენცია მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს. ღონისძების სპიკერებს შორის არიან მილიარდ დოლარიანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები უმსხვილესი ვენჩურული ფონდებიდან. კონფერენციის ფარგლებში, სტარტაპები 35-ზე მეტი ქვეყნიდან, ერთმანეთს სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.
ვინაიდან, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, კონფერენციაზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებსა და ახალ გარემოსთან სტარტაპებისა თუ ბიზნესის ადაპტირებაზეც ისაუბრებენ. საერთაშორისო სპიკერები კი მონაწილეებს მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნების მაგალითებს გაუზიარებენ.
სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 მლნ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. Startup Grind Europe Asia Connect-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2019 წელს გაიმართა, რომელსაც 1,700-ზე მეტი მონაწილე და 40-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა.ღონისძიების ძირითადი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები