ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია.
Cash-In ბანკომატის საშუალებით, ლიბერთის ბარათის მფლობელებს უკვე 30 000 ლარამდე (ექვივალენტი ვალუტაში) თანხის კონვერტაცია შეუძლიათ. რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირდება ბანკში ვიზიტის, ან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ვიზიტის საჭიროება და ნებისმიერ დროს, მომხმარებელი შეძლებს კონკურენტული სპეც.კურსით, თავად დააკონვერტიროს სასურველი ოდენობის თანხა.
ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით ძალიან მარტივია - ბარათით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის - 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.
დაკონვერტირებული თანხის ანგარიშზე შეტანა, ან მყისიერად გამოტანა სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. სერვისით სარგებლობა უფასოა.
Cash-In ბანკომატის ფუნციონალი მრავალფეროვანია: ამ ეტაპზე შესაძლებელია თანხის შეტანა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშზე თანაბარი - 30 000 ლარიანი ლიმიტით. თანხის განაღდება შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე Apple Pay-ის გამოყენებით.
„პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თვითმომსახურების ალტერნატიული არხების განვითარება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ბანკში ვიზიტის საჭიროების შემცირებას. სწორედ ამიტომ, ლიბერთი, მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით გადის. Cash-In ბანკომატში დანერგილი სიახლე ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის, რომ თავიდან ავარიდოთ ხალმხრავალ ადგილებში სიარულს. მომგებიანი სპეც.კურსი კონკურენციას უწევს როგორც კომერციული ბანკების, ასევე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების კურსს. საბარათე ანგარიშზე შეტანილი თანხის მართვა კი მარტივად, ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით არის შესაძლებელი.“ - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.
ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები