თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ხელს უწყობს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. საქართველოს ბანკმა, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.
საქართველოს ბანკის ინიციატივით, რიგით მე-16 „იდეათეკა“ გაიხსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში.
აღნიშნული საგანმანათლებლო მულტიფუნქციური სივრცე გამოირჩევა მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი რესურსებით, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფელში მცხოვრებ 1127 მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა მათი განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასა თუ რესურსებზე. უფრო მეტიც, „იდეათეკა“ ქმნის სივრცეს, სადაც ყოველდღიურად ტარდება გაკვეთილები, იმართება ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
„ჩვენ კარგად გვესმის განათლების ძალა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის, ინიციატივაა, რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა თითოეული მათგანი უზრუნველვყოთ თანაბარი პირობებითა და შესაძლებლობებით, რაც დაეხმარება მათ, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 15 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები, დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლები, კახეთის საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი და სოფელი საბათლო.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები