თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტის - Data Challenge-ის მეორე სერიის დავალებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
Data Challenge-ის დავალებაზე სამუშაოდ უკვე 40-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა და მათ შემდეგი დავალების შესრულება მოუწევთ: საქართველოს ბანკის Facebook გვერდზე მომხმარებლების კომენტარების სენტიმენტების ანალიზი NLP-ს გამოყენებით.
რეგისტრაცია საბოლოო დავალების ატვირთვამდე - 25 დეკემბრამდეა შესაძლებელი და პროექტში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროთი. ასევე, გამოწვევაში ჩართვას, წინა შეჯიბრზე დარეგისტრირებული გუნდებიც თავიდან რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში შეძლებენ. დავალების შესასრულებლად კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს მითითებულ ვებ-გვერდზე www.datachallenges.ge.
Data Challenge-ის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, შეასრულონ მოცემული დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ ფულადი პრიზი.
საპრიზო ფონდი შემდეგი პრინციპით გადანაწილდება: პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარს მიიღებს; მეორე ადგილზე - 15 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე - 5 000 ლარს. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.
პროექტის მონაწილეებს პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერები შეაფასებენ, ხოლო მენტორობას მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები უწევენ. ესენი არიან, საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერები: ნიკოლოზ მამისაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ლუკა ცაბაძე, ქეთევან ოთიაშვილი, სანდრო ხიზანიშვილი, ნინო გოგოლაძე, და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი.
ინფორმაციისთვის, მონაწილეებს ამოცანის ამოსახსნელად და ვებ-გვერდზე www.datachallenges.ge პასუხის დასაფიქსირებლად ვადა 2022 წლის 25 დეკემბრამდე ექნებათ.
ცნობისთვის, მონაცემთა მიმართულების ყველაზე მასშტაბური პროექტის Data Challenge-ის პირველ სერიაში 125 გუნდი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ფულადი პრიზებით დასაჩუქრდნენ. ესენი არიან: Pied Piper, Synapse და Brainblinker. მათი პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები