1 8 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბის პირველი ნიშნები?

 

საგადამხდელო ბალანსის პირველი კვარტალის მაჩვენებლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის მზარდი ტენდენცია იკვეთება. ეს დიდწილად, მიგრანტებისათვის ეტაპობრივად რეზიდენტობის სტატუსის მინიჭების შედეგია. მეტი სიცხადისათვის - მას შემდეგ რაც მიგრანტს რეზიდენტის სტატუსი ენიჭება, აღრიცხვის კუთხით, მისი საერთაშორისო შემოსავალი ტურიზმიდან მომსახურების ექსპორტის სხვა კატეგორიაში ინაცვლებს.

 

აღნიშნული დინამიკა შესაბამისობაშია თიბისი კაპიტალის მიერ 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ მიგრანტების გამოკითხვის შედეგებთან, სადაც იკვეთება, რომ დასაქმების კუთხით ყველაზე მსხვილი ინდუსტრია სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიებია. ასევე საყურადღებოა, რომ შემოსავლების წყაროს კუთხით, უდიდესი ნაწილი საერთაშორისოა რუსეთის მნიშვნელოვანი, თუმცა არა არსებითი კონტრიბუციით.

 

თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. თუმცა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში მასშტაბური გადინება ნაკლებ სავარაუდოა. ასევე, თიბისი კაპიტალის მკითხველს შევახსენებთ, რომ ასეთ სცენარში, სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც მხედველობაშია მისაღები. ისევე, როგორც გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში დაგროვილი ფისკალური ბუფერები და სებ-ის საერთაშორისო რეზერვები.

 

საგარეო სექტორის დინამიკის სხვა მაჩვენებლები ასევე თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შესაბამისობაშია. იგივე შეიძლება ითქვას დღეს გამოქვეყნებულ ივნისის ინფლაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მაისის ეკონომიკური აქტივობის შეფასება თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარზე მაღალია. საკუთრივ, სრული 2023 წლისათვის 7%-იანი ზრდის საბაზო სცენარი, მაისში 5.8%-იან ნიშნულს ითვალისწინებდა, ნაცვლად საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 7%-სა.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...