17-კილომეტრიანი დრიფტი ყინულზე - Taycan-მა გინესი...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
|
„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია Autogallery-მ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის თვითგამოხატვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნაა. ანდრო დგებუაძე Autogallery-ს ახალ კამპანიას შეუერთდა და მის ფარგლებში Facebook და Instagram გვერდების საშუალებით, მსმენელს თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე, საშუალებებსა და იდეაზე ესაუბრება.
ანდრო დგებუაძე: „როდესაც მოგინდება, რომ გამოხატო შენი თავი, მერე ხვდები, რომ თვალი გაგირბის იმისკენ, რაც შენ გგავს! ეს არის ამ კამპანიის მიზანიც, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ თვითგამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. Საკუთარი თავის გამოხატვას კი ყველა სხვადასხვა გზით ცდილობს. Სწორედ ამისთვის ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც ჩვენ გვგავს, ვმეგობრობთ ადამიანებთან, რომლებიც გვგვანან და ვუკავშირებთ თავს ყველაფერს, რაც გვგავს”.
ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი: „ახალი კამპანიით გვინდოდა, ადამიანებისთვის შეგვეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითგამოხატვა. ამ მისიის შესრულებაში კი ანდრო დგებუაძე დაგვეხმარა. თვიგამოხატვისთვის ადამიანები განსხვავებულ ფორმებს ირჩევენ. საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებაა ავტომობილიც. სწორედ ამიტომ, თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე საუბარი ჩვენი ბრენდის სტრატეგიის ნაწილად ვაქციეთ.
გვსურს, ჩვენს მომხმარებელთან ემოციური კავშირი გავაჩინოთ. Autogallery-ს კამპანიას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელებში მილიონამდე ნახვა დააგროვა, ამიტომ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმით“.
ანდრო დგებუაძე ამბობს, რომ თვითგამოხატვის ინსტრუმენეტებს შორის არის ავტომობილი, რადგან ადამიანს საუკეთესოდ სწორედ არჩევანი წარმოაჩენს.
„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Autogallery უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
Autogallery-ს ახალი კამპანია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. მომხმარებელი თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე ანდრო დგებუაძის მოსმენას კომპანიის Facebook და Instagram გვერდებზე შეძლებს. სამომავლოდ კი Autogallery აღნიშნული თემის კიდევ უფრო ფართოდ გაშლას გეგმავს, მათ შორის მასშტაბურ ღონისძიებებსა და მრგვალ მაგიდასთან დისკუსიასაც აანონსებს.
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები