17-კილომეტრიანი დრიფტი ყინულზე - Taycan-მა გინესი...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
|
ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თიბისი, USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“.
პროექტის წინა ეტაპზე 10,000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტიდან შეირჩა 400-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ნაწილი მიმდინარე სტუდენტია, ნაწილმა კი უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამები და საკუთარ კარიერას სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს.
ახლა კი, რეგისტრაცია ცხადდება დამატებით 350-მდე მონაწილის მომზადებასა და გადამზადებისთვის. კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება, iOS Development, DevOps, Python, React, Blockchain - ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლაც პროექტის ფარგლებში 18 წელს ზევით ასაკის ყველა მსურველს შეუძლია. კურსები განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით.
10-დან 26 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს, სრულად დაფინანსებულ, შემდეგ პროგრამებზე:
1. DevOps
2. Blockchain
24 ივნისიდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ მიმართულებებზე: iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django); სადაც სწავლა 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით 3-6 თვემდეა და სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერება, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს.
პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. პროგრამები სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს, რაც მათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება და ხელს უწყობს დასაქმებაში.
„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის ტექნოლოგიების სფეროში. ეს არის შანსი შეიძინო ახალი ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები