0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბიშვილმა მითხრა – აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, სახტად დავრჩი – კობახიძე

"შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი. 24-ში დაიწყო ომი, შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან და ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვდა, რა გინდათო. ნუ, გავიკვირვე მე, ჩვენ რა უნდა გვინდოდეს-მეთქი, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, ასეთი პასუხი დავუბრუნე, თქვენ გვითხარით, რა გინდათ-მეთქი, ასე ზრდილობიანად ვუპასუხე.
აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო, თან მაშინ უმძიმესი სიტუაცია იყო უკვე უკრაინაში, რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული.
ნუ, სახტად დავრჩი. ანუ, ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. მე ჩემს პასუხს არ ვიტყვი, რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი. მაშინ მთელი საზოგადოება იყო აჟიტირებული, ქართული საზოგადოება იყო აჟიტირებული, სხვანაირად უყურებდა მოვლენებს, ემოციური ფონი იყო სხვანაირი, ეს გასაგებია და პრეზიდენტიც ბუნებრივია, გაყვა იმ ემოციურ ფონს, იმედია, დღეს ასე აღარ ფიქრობს.
ამის შესახებ,  მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედი LIVE-ის ეთერში საუბრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები