1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სომხეთის საგარეო უწყება: ნიკოლ ფაშინიანი მზად არის, შეხვდეს ილჰამ ალიევს, მაგრამ ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით

ერევანი მზადაა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის მონაწილეობით, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა.

„გვსურს, შეგახსენოთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება შეხვედრების გაგრძელების შესახებ, ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს", - აღნიშნა ჰუნანიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადებებს, რომ სომხური მხარე ცდილობს შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას, რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბერს შეხვედრისთვის პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად", - განაცხადა ჰუნანიანმა. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანს ჯერ არ უპასუხია სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთის წინადადებებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები