2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან.. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან - კალაძე

"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმოიდგინეთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე. უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები" - ამბობს კახა კალაძე "ოცნების" საარჩევნო ბანერებზე, რომელის ეთერში გაშვებაზეც კრიტიკულმა მედიებმა უარი თქვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები