0 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქეთი დოლიძე: „კერძოდ ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია…“

კინორეჟისორი ქეთი დოლიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა. წამყვანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კინორეჟისორის გამონათქვამები ზოგჯერ საზოგადოებას არ მოსწონს ხოლმე. მათ შორის, ქეთი დოლიძეს გაახსენა მისი ეთერი „ტვ პირველზე“, სადაც ცნობილმა რეჟისორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ელიავას ბაზრობაზე „დაბუდებული ხალხი სოფელს უნდა დაუბრუნდეს“.

ქეთი დოლიძე:

„გასაგებია, რატომაც არიან აქ, მაგრამ კერძოდ ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია. ჩემი არც ერთი ნათესავი გურიიდან აქ არ ჩამოსულა… მანქანაში რომ ზიხარ და ცხოვრობ… ყველას ხომ ვერ გამოკვებავს, შეუძლებელია, ყველა თბილისში იყოს. შეიძლება, ხისტი ვიყავი, მაგრამ მე მირჩევნია, თუკი ადამიანს უჭირს, თავის კარ-მიდამოში გაუჭირდეს, ვიდრე ხიდის ქვეშ იჯდეს და თვეობით ელოდოს, როდის წაიყვანს ვიღაც სანტექნიკის გასაკეთებლად, რაც არ არის მისი საქმე…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები