0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 მაისიდან ტრანსპორტი ამუშავდება

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეების დასრულების შემდეგ, 13 მაისიდან ტრანსპორტი ამუშავდება.

გარდა ამისა, განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი.

"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება", - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოსთან არსებულმა ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ძალაში რჩება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები