0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თუ საქართველო უარს იტყვის „ლუგარის“ ტერიტორიაზე რუსი ინსპექტორების შეშვებაზე, რუსეთს აქვს სრული უფლება, მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ – რუსი ექსპერტი

„თუ საქართველო უარს იტყვის რუსი ინსპექტორების მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შეშვებაზე, მაშინ რუსეთს აქვს სრული უფლება მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ – ამის შესახებ 14 მარტს​ REGNUM-ის კორესპონდენტს MGIMO-ის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა მიხეილ ალექსანდროვმა განუცხადა.

„პირდაპირი გაფრთხილება საქართველოს: ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების ამ ობიექტებში შეყვანას და თუ უარს იტყვიან, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიებს, დავარტყამთ მათ. იმ პირობებში, როცა უკრაინაში ოპერაციას ვატარებთ. ორიოდე საკრუიზო რაკეტა საქართველო წინააღმდეგ – ისეთი წვრილმანი იქნება, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ვერავინ შეამჩნია. დასავლეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იყვირებს, აბა, და რატომ იყვირებს? რატომ შექმნა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბიოლაბორატორიები? არ არის საჭირო მათი შექმნა!“ – აცხადებს ექსპერტი.

REGNUM-ი წერს რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. „ლუგარის ცენტრი“, რომელიც ბიოლოგიური იარაღის განვითარების ამერიკული ლაბორატორიაა.

რუსული სააგენტო წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 25 ქვეყანაში გახსნა ბიოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ამერიკელი სამხედრო მეცნიერები ქმნიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს. ამ ლაბორატორიებიდან ბევრი მათგანი განთავსებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში – უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:53

    ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც...

    FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრი...

  • 12:51

    “უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდე...

    ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხა...

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...