შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
განაახლე თიბისის ციფრული ბანკი
საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები.
დააყენე ძლიერი პაროლი
აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო:
· პაროლი უნდა იყოს უნიკალურო და არ იქნას გამოყენებული სხვა აპლიკაციებში და ანგარიშებზე შესასვლელად.
· არ უნდა შეიცავდეს შენს სახელს, გვარსა და დაბადების თარიღს.
· გამოიყენე, როგორც ასოები (დიდი/პატარა), ასევე ციფრები და სიმბოლოები.
· პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 12 სიმბოლოსგან.
· არ ჩაინიშნო პაროლი სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
· არ გამოიყენო ერთი და იგივე პაროლი/პასკოდი მობილურ ტელეფონსა და აპლიკაციაში შესასვლელად, რათა ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში თავიდან აიცილოთ მობაილბანკში მარტივი შეღწევა.
დააყენე face id / touch id
იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიმარტივო შენს ფინანსებთან წვდომა და ამავდროულად დაიცვა უსაფრთხოება, გაიაქტიურე Face ID/Touch ID. ეს დამატებით საფეხური გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაცული იყოს შენი ანგარიშები.
აარჩიე სანდო მოწყობილობა
დამატებითი უსაფრთხოებისთვის ბანკი იყენებს ერთჯერად sms-ებს შეტყობინებას აპლიკაციაში შესასვლელად (ე.წ. OTP კოდს), სხვადასხვა ტრანზაქციების შესასრულებლად, პინკოდის გასაახლებლად და ბარათის დეტალების შესამოწმებლად. თუ ფიქრობ, რომ ძლიერი პასკოდი გაქვს, როგორც ტელეფონზე, ასევე მობაილბანკის აპლიკაციაში და გააქტიურებული გაქვს Face ID ან Touch ID, შეგიძლია გახადო მოწყობილობა სანდო. შედეგად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შეასრულებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გარეშე, რითაც გაიმარტივებ ციფრული ბანკის მოხმარებას.
დაბლოკე დაკარგული ბარათი ციფრული ბანკიდან
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მარტივად შეძლებ მის დაბლოკვას ციფრული ბანკის მეშვეობით. უბრალოდ შედი მთავარ გვერდზე, აირჩიე ბარათი, რომელიც დაკარგე და დააჭირე ბოქლომის ღილაკს.
შეცვალე ბარათის პინ კოდი აპლიკაციიდან
თუ ეჭვობ, რომ ბანკომატთან პინკოდის გამოყენებისას ვინმემ შენიშნა შენი კოდი, შეგიძლია მარტივად განაახლო აპლიკაციის საშუალებით. უბრალოდ გადადი ბარათის გვერდზე, დააჭირე პინკოდის განახლებას და sms-ის სახით ახალს მიიღებ.
კარგად შეამოწმე დეტალები გადარიცხვამდე
ხშირად დაფიქსირებულა შემთხევევა, როცა თანხის გადარიცხვისას შეცდომით უთითებენ მომხმარებლები მიმღების მონაცემებს. სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი გადარიცხვის შემაჯამებელი გვერდი, რათა კარგად გადაამოწმო ტრანზაქციის დეტალები.
გადმოწერე ციფრული ბანკი და გაგვიზიარე უკუკავშირი, კიდევ რას ისურვებდი ციფრულ ბანკში.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები