0 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“რა არის გამოსაძიებელი? რატომ აყენებთ საქართველოს ჯარისკაცებს შეურაცხყოფას? რატომ აწამებთ უმაღლეს მთავარსარდალს? თქვენ ხართ რუსეთის აგენტები. საქართველოს მტრები!” - გენერალი დევი ჭანკოტაძე ხელისუფლებას

 

საქართველოს პარლამენტის წევრის, გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადება: 

“საქართველოს შიდა მტრები ვეღარ გამოელია. ვერ წარმოვიდგენდი რომ საერთაშიროსო აღიარებისა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ დარჩა ადამიანი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და მეტიც, ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

2008 წლის ომის დროს, ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, რაც დადასტურდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც.

საქართველოს ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, სიცოცხლის ფასად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის დასაცავად.  

რა არის კიდევ გამოსაძიებელი? რატომ აყენებთ საქართველოს ჯარისკაცებს შეურაცხყოფას? რატომ აწამებთ საქათველოს ჯარების უმაღლეს მთავარსარდალს  ციხეში? ვინ ხართ თქვენ? მე გპასუხობთ, რომ თქვენ ხართ რუსეთის აგენტები, საქართველოს მტრები! 

თქვენ გინდათ რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს რუსეთის გუბერნია.

თქვენ არ გსურთ რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

თუმცა, იცოდეთ რომ არაფერი გამოგივათ, სამართალი გაიმარჯვებს და ისტორია ქართველ ხალხთან ერთად ყველას მიუჩენს შესაფერის ადგილს”. 

საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალი დევი ჭანკოტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები