0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID - ის ხელშეწყობით უზბეკეთში ქართული და უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკმა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, უზბეკეთში ქართული ICT კომპანიების უცხოურ კომპანიებთან შეხვედრას შეუწყო ხელი.

                                                                                                        

აღნიშნულ  შეხვედრაში მონაწილეობა  ციფრული პროდუქტებისა და სერვისების (ICT)  მიმართულების 11-მა ქართულმა  მცირე და საშუალო კომპანიამ მიიღო და 22 უზბეკურ კომპანიას შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ B2B შეხვედრებში და მის ფარგლებში პოტენციური მყიდველისთვის წარედგინათ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება  და ამავდროულად, დაემყარებინათ კავშირები ადგილობრივ პარტნიორებთან. 

 

უზბეკეთის ბაზარზე ამ აქტივობაში ქართულ დელეგაციას მხარდაჭერა გამოუცხადა თავად უზბეკურმა მხარემ. კერძოდ, უზბეკეთის რესპუბლიკის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების სამინისტრომ და IT Park-მა, რომლებმაც ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს და უზბეკეთში ბიზნესის კეთების უპირატესობები გააცნეს. ასევე,  დააკავშირეს ადგილობრივ პარტნიორებთან. ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრის განხორციელებაში, ჩართული იყო AmCham უზბეკეთი, რომელმაც საქართველოს ბანკთან და პროგრამასთან პარტნიორობით სტუმრებს ოფიციალური მიღების ცერემონიაზე უმასპინძლა.

 

“ICT სექტორი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამავდროულად, წარმოადგენს ქვეყნის მისწრაფების წინაპირობას, განავითროს ცოდნის ეკონომიკა. საქართველოს ICT სექტორი საკმაოდ აქტიურია და ქართული კომპანიებიც მოტივირებულები არიან, გაფართოვდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. უზბეკეთში მსგავსი სახის შეხვედრები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის იძლევა უამრავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ სამიზნე საექსპორტო ბაზრის ათვისების მიმართულებით, არამედ, ასევე სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას რეგიონში ახალი პარტნიორების გასაცნობად. შესაბამისად, ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს ქართული კომპანიების განვითარებას უზბეკეთის ბაზარზე,“ - აღნიშნა რატი ანჯაფარიძემ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ბიზნესის განვითარების სერვისების ხელმძღვანელმა.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. უზბეკეთში ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დავხმარებოდით ჩვენს წარმატებულ ტექ კომპანიებს ახალი პარტნიორების მოძიებაში და მათი გამორჩეული პროდუქტების ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზრისთვის შეთავაზებაში. ვფიქრობთ, საკმაოდ სასარგებლო ვიზიტი გამოვიდა, რადგან ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და უზბეკეთის ტექ კომპანიების გაცნობასა და ურთიერთობის გაღრმავებისთვის, რაც ბუნებრივია, მიზანთან დაახლოების საწინდარია”,- განაცხადა ოლღა ნაკაშიძემ, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტების მენეჯერმა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...