თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საკონდიტრო ნაწარმისა და სნექების მწარმოებელ კომპანიას - „ჯორგიან ბეიქერს“ Georgian Bakers - სასუსნავის მოყვარული მომხმარებელი 14 წელიწადია, იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაარსება რთულ დროს - 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა და დამფუძნებლებს, შესაბამისად, ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერის გადალახვა მოუწიათ, 2009 წლის აპრილში კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსი“ მაინც გაიხსნა და პირველი პროდუქციაც მალევე გამოუშვა. მომხმარებლის პირველი ფიდბექის შემდეგ კი უკვე ცხადი გახდა, რომ „ჯორჯიან ბეიქერსის“ ორცხობილები ქართულ ბაზარზე თავის ადგილს მალე დაიმკვიდრებდა.
გამართული სტრატეგიისა და მოტივირებული დამფუძნებლების ყოველღიური შრომის შედეგად, 4 სახის პროდუქტითა და რამდენიმე დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოოვდა. დღეისათვის „ჯორჯიან ბეიქერსი“ 20-ზე მეტ ნაწარმს და 50 თანამშრომელს ითვლის და საქართველოს ბაზარზე საკონდიტრო მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ოპერირებს, რომელიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 1000 ტონამდე ორცხობილასა და სნექს უშვებს.
2022 წლამდე „ჯორჯიან ბეიქერი“ საკუთარი რესურსით 5000-მდე სავაჭრო ობიექტს ამარაგებდა. 2022 წლის შემოდგომიდან დამფუძნებლებმა სტრატეგია შეცვალეს და საქართველოში ერთერთ უმსხვილეს კვების პროდუქტების დისტრიბუტორს, „დიპლომატ ჰოლდინგს“, დაუპარტნიორდნენ, რომელმაც პროდუქციის ლოჯისტიკას და რეალიზაცია საკუთარ თავზე აიღო. გამოთავისუფლებული რესურსი კი კომპანიამ პროდუქციის დახვეწისა და გამრავალფეროვნებისკენ მიმართა.
სიახლეა ისიც, რომ თიბისი მხარდაჭერით „ჯორჯიან ბეიქერსის“ საწარმომ 2021 წლიდან ორთაჭალიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადმოინაცვლა. ახალი საწარმო 2500 კვმ ფართობს იკავებს და თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.
„თიბისი გვერდში დაგვიდგა რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, მაშინ, როცა კომპანიას სჭირდებოდა სახსრები ახალი სიცოცხლის შესაძენად თავისი საქმიანობისთვის, რაც გამოიხატებოდა საწარმოს გადატანაში ერთი ადგილიდან მეორეში და ასევე მის განახლებაში. ამავე პერიოდში პრობლემები გვქონდა საზღვარგარეთიდან ნედლეულის შემოტანის ნაწილშიც. ზუსტად ამ დროს, პანდემიის პიკში, თიბისიმ დაინახა ჩვენი პოტენციალი, გვენდო და დავიწყეთ პარტნიორობა, რომელიც დღემდე გრძელდება,“ - ამბობა „ჯორჯიან ბეიქერსის“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.
„ჯორჯიან ბეიქერსის“ წარმატების მთავარი საფუძველი, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ხარისხიანი ნედლეული, მომხმარებლის ინტერესი და უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელსაც კომპანიაში დაარსებიდან დღემდე ავითარებენ.
„ჯორჯიან ბეიქერსმა“ გადაუხვია სტანდარტულ გზებს და შეიმუშავა პროდუქციის წარმოების თავისი, უნიკალური ტექნოლოგია, რომლის შედეგიც ჩვენი პროდუქციის ხარისხი, გამორჩეული სიფხვიერე და კარგად დაბალანსებული გემოებია. 14 წელია, ჩვენი ნაწარმი - საბავშვო და სნექის მიმართულება, სეზონური შოკოლადის გლაზურიანი ორცხობილა - აქტუალობას და ერთგულ მომხმარებელს არ კარგავს, რაც ჩვენი გუნდის შრომისა და პერმანენტყულად სიახლეების ძიების პროცესის შედეგია“ - ამბობს მიხეილ ფარულავა.
სამომავლოდ „ჯორჯიან ბეიქერსი“ კიდევ უფრო გაფართოებას, პროდუქციის რაოდენობის გაზრდას და მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები