თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე თიბისის მხარდაჭერით, პირველი ეკოტურისტული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა.
„კასს ლენდი“ ებრაული კომპანია „კასს ჯგუფის“ პროექტია, რომელიც საერთაშორისო კერძო ინვესტიციით, დაცულ ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. „კასს ლენდის“ ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, 10 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის
მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ტერიტორიაზე განლაგებულია კოტეჯები, ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, ჩანჩქერამდე მისასვლელი 1800 მეტრიანი გზა, საკემპინგე სივრცე და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. ასევე, მშენებლობის პროცესშია პრემიუმ კლასის სასტუმრო.
“წალკის კანიონის გრანდიოზული პროექტი მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცითა და განსხვავებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, რომელსაც ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი. 240 მეტრიანი შუშის ხიდი, ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, დარწმუნებული ვარ მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ამ უნიკალური ნაგებობის გინესის რეკორდების წიგნში შეტანის შესახებ”, - ეკატერინე თორდია, “კასს გრუპ” ჰოლდინგის CEO.
“საქართველოში ტურიზმის აქტიურ აღდგენასთან ერთად, ახალი ტურისტული მიმართულებები ჩნდება და ქვეყანა სრულიად განსხვავებულ პოტენციალს ითვისებს. მოხარულები ვართ, რომ ტურისტულ რუკაზე, თიბისის მხარდაჭერით გაჩნდა ადგილი, სადაც უნიკალური ბუნება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა იდელაურად ერთიანდება და სრულიად განსხვავებული სამოგზაურო გამოცდილება იქმნება. მსგავსი ტიპის მსხვილი პროექტები, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას, ასევე ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესსა და ნდობას ზრდის. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აღნიშნული მიმართულებით თიბისის მიმდინარე პორტფელი 373 მლნ ლარის დაფინანსებას შეადგენს. ბაზრის 45%-იანი წილით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 44 სასტუმრო გაიხსნა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური თანამშრომლობა. „კასს ლენდი“ სწორედ თიბისისა და „აწარმოე საქართველოს“ წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის მიერ ჯამურად გაცემული დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს და 4600 კომპანიას აერთიანებს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები