1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გურამ შავდიას სოლო გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილი 7 ში, მასპინძლობს გურამ შავდიას სოლო გამოფენას  „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“ გამოფენა გაიხსნება 15 ივნისს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 15 ივლისამდე.

 

გამოფენის დასახელება ვიქტორ ფრანკლის - ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ერთ-ერთი წიგნის სათაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი მეცნიერი აგრძელებდა ფსიქოთერაპევტის პრაქტიკას და ეხმარებოდა ტყვეებს პიროვნული უნიკალური მნიშვნელობის ძიებასა და აღმოჩენაში. ამ მეთოდით მან უამრავი ადამიანი იხსნა დეპრესიისაგან და  გადაარჩინა.

 

ომის თემა გურამ შავდიას მხატვრობაში 2008 წლიდან ჩნდება. რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მან არაერთი ტილო, გრაფიკული ნამუშევარი და კოლაჟი შექმნა. დღევანდელი უსასტიკესი ომი რამდენიმე ახალი ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია გახდა.

მაგრამ, გურამ შავდიას ეს გამოფენა ომზე არ არის. გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება.

„ეს ომი ჩემი ნაწილი გახდა, - იქ ჩემი უახლოესი ადამიანი და მეგობარი იბრძვის“.

ომის თემაზე შექმნილი გურამ შავდიას ნამუშევრები განყენებული მოცემულობების ფიქსაციაა და არა ომის ბრუტალურობისა და  სისასტიკის ბანალური ვიზუალიზაცია.

ომმა დაგვანახა, რომ ადამიანთა ცხოვრება მყიფეა და ყოველ წუთს შეიძლება დაიმსხვრეს. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, არჩევანი გააკეთოს სიცოცხლის მნიშვნელობაზე და უთხრას ცხოვრებას დიახ!

 

2007-2014 წლებში გურამ შავდია გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, ცნობილი მხატვრების, -  მარკუს ლუპერცისა და ანდრეას შულცეს კლასში.  სწავლის პერიოდში და შემდგომ წლებში ის აქტიურად იფინებოდა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სამი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა ჰქონდა.

2020 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გურამ შავდიამ რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა:

2022 - “შინ მეგობრებთან“, კურატორი Mental Space, CCA, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-„თბილისი“, თბილისი

2022 - “ნიშნების მთა“, ნატალია ჰაგის გალერეა, იზრაელ ატენთან და ამადეუს ცერტასთან ერთად,  კიოლნი, გერმანია 

2020 - “იცნობდე შენს მეზობელს”, Oxygen 2020, კურატორი ირენა პოპიაშვილი, სასტუმრო სტამბა, თბილისი.

2014 წელს გურამ შავდია მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვრების საერთაშორისო ბიენალეში “New Talents 2014“, კურატორი იოხენ ჰოიფელდერი, კიოლნი, გერმანია.

2013 - თიბისი ბანკისა და გერმანიის საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიის (DEG) ერთობლივი პროექტი TOUCH GEORGIA, კიოლნში, სადაც გურამ შავდია ცნობილ და ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად გამოიფინა.

დღევანდელი გამოფენა გურამ შავდიას პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში.

გამოფენაზე წარმოდგენილია 2008-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები.

 

ასევე, 18 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან გურამ შავდიასთან, გამოფენის კურატორ ქეთევან კორძახიასთან და ფილოსოფოს ლევან შატბერაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრებენ  გურამ შავდიას შემოქმედებაზე და გამოფენის კონცეფციაზე თუ რატომ ციტირებს ხელოვანი  ვიქტორ ფრანკლინის წიგნის სათაურს  „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ცხოვრებას“.

შეხვედრაზე დასასაწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...