1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულმა 10-მა სტიპენდიანტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მიიღო

 

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა 4 წლის განმავლობაში 10 ნიჭიერ ახალგაზრდას სრულად დაუფინანსა სწავლა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში, რომლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე  მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების დარგებში.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.

 

„საქართველოს ბანკი წლებია ახალგაზრდების ხარისხიანი სწავლისა და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამ მიზნით ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა: ფულბრაიტის, ჩივნინგის, Miami Ad School Europe-ის სასტიპენდიო პროგრამები. უკვე 4 წელია საქართველოს ბანკი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 სტუდენტს სწავლას სრულად უფინანსებს.  წელს კი სტიპენდიანტებმა უკვე მიიღეს საერთაშორისო აკრედიტაციის  მქონე ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ ჩვენც მიგვიძღვის ჩვენი მოკრძალებული წვლილი ძალიან საინტერესო მიმართულებებით ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებაში, რომლებიც დარწმუნებული ვართ, ამ ცოდნას საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებასა და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას მოახმარენ. გვინდა მივულოცოთ მათ ხარისხის მიღება და ვუსურვოთ წარმატებები კარიერულ გზაზე“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

 

“წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიცირებული პროექტების  განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოშვების 54% სწავლას წარჩინებით ასრულებს და კურსდამთავრებულთა 45% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები”- განაცხადა ჰალილ გუვენიმ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანმა.

 

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ:

უნივერსიტეტი დაარსდა 1897 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მის მიზანს ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო უმაღლესი განათლების შეთავაზება წარმოადგენს.  2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის  მქონე (ABET, ACS, WASC), აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. პროგრამები ხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ესენია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან. მისი სასწავლო პროგრამები 191 მიმართულებას მოიაზრებს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 9 000 სტუდენტს აღემატება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...