0 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Citroen Ami - ნულოვანი ემისია, ხმაური და სტრესი - ელექტრომობილი საქართველოში „ავტო გალერიმ“ ჩამოიყვანა

ევროპული ბაზრისთვის შექმნილი, სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილი, Citroen Ami, რომელიც კომპანია Citroën-მა 2020 წელს გამოუშვა, ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა.

 

„ქარისთვის“, ავტომობილი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია “ავტო გალერიმ” ჩამოიყვანა.

 

Citroen Ami ამ ეტაპზე ევროპის მხოლოდ 6 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს ელექტრომობილი საქართველოში პირველად ავტო გალერის გუნდმა ჩამოიყვანა. პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. მოლაპარაკებებში ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ჩავრთეთ და ირველ ტრანშს წარმატებით ვახორციელებთ. მაისის ბოლომდე საქართველოში 60 ერთეულის ჩამოყვანას ვგეგმავთ“, - აცხადებს გიორგი კობახიძე, „ავტო გალერის“ დირექტორი.

 

Ami - ესაა პრაქტიკული პასუხი ურბანულ გამოწვევებზე მობილობის ახალ რეალობაში, განსაკუთრებით მოკლე მგზავრობებისთვის. ესაა შესაძლებლობა ქალაქის ცენტრთან უფრო ადვილი წვდომის, სკუტერების, ველოსიპედების, მოპედების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური ალტერნატივა გონივრულ ფასად.

 

ნულოვანი ემისია, ნულოვანი ხმაური და ნულოვანი სტრესი მართვისას - ეს ის გამორჩეული მახასიათებლებია, რაც Ami-ს სხვა ავტომობილებისგან განასხვავებს. ელექტროძრავის წყალობით,  Ami-ს მყისიერი დაძვრისა და სიჩქარის 45 კმ.სთ-მდე ზრდის შესაძლებლობა აქვს და სრული დამუხტვის შემთხვევაში 75 კმ-მდე მანძილს ფარავს.

მისი ლითიუმ-იონური ბატარეის,220 ვატი ძაბვით სრულად დამუხტვისთვის, 3 საათი სრულიად საკმარისია.

კომპაქტური Citroen Ami 2.41 მ. სიგრძის, 1.39 მ. სიგანისა და 1.52 მ. სიმაღლისაა, რაც მას კიდევ უფრო პრაქტიკულსა და მოსახერხებელს ხდის გადატვირთულ ქალაქში გადაადგილებისა და პარკინგისთვის. ელექტრომობილი იდეალურია ქალაქში მრავალჯერადი, მოკლე მოგზაურობებისთვის, როგორებიცაა შეხვედრები, სამსახური ან თუნდაც საღამოს გასეირნება მეგობრებთან ერთად.

 

Ami-ს, მისი სიჩქარის მაქსიმალური ოდენობისა და უსაფრთხოების პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართვის მოწმობა არ ესაჭიროება. მათ შორის საფრანგეთში მისი ტარება 14 წლის მოზარდებსაც შეუძლიათ. საქართველოში კი მისი მართვა 23 წლის ასაკიდან არის დაშვებული და B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობაა საჭირო. 

 

ნახევარტონიანი, მსუბუქი, მოსახერხებელი Ami „ქარის“ ავტოპარკში თავად შეგიძლიათ გამოცადოთ და გაიზიაროთ ევროპული, პრაქტიკული ყოველდღიურობის გამოცდილება.

 

--

„ავტო გალერი“ (Auto Gallery) „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი დეფიციტური  და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წელს „ავტო გალერი“, გახდა NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანი ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...