0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა კანდიდატის სტატუსის საკითხი - მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. საქართველოში ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე ჩამოვედი - ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, ეს „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელებაა ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის„ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

სააკაშვილი პრემიერის რამდენიმე განცხადებას ასახელებს და მათ ტყუილს უწოდებს.

„რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი:

  • ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყებად და „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. მე საქართველოში ჩამოვედი ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე, როცა არათუ უკრაინის, არამედ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა ომის დაწყების პერსპექტივის შესახებაც კი. ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელება;
  • ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ: სააკაშვილის ხელისუფლება რომ ყოფილიყო, „მეორე ფრონტი“ გაიხსნებოდა. ეს იაფფასიანი ტყუილია. დაასახელოს ოფიციალური პირის ერთი გვარი მაინც, რომელიც ამას ამბობდა. რა თქმა უნდა, ასეთი არ არსებობს;
  • ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა;
  • უკრაინის ხელისუფლების გამოგზავნა მე არ მჭირდებოდა. სრულიად საჯაროდ მქონდა დიდი ხნის განმავლობაში დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩამოვიდოდი შარლ მიშელის რეფერენდუმისა და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და დაპირება შევასრულე. პრემიერმა ისიც არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ მათ ჩემს პასპორტში შტამპი ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასვლისას უკრაინულ პასპორტში შტამპი, როგორც წესი, არ ირტყმევა.
  • ის, რომ საქმე გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან უტყუარად მტკიცდება მათი გართულებით გენერალ ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით. გია არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი და ძალიან ბევრ ოპერაციას ხელმძღვანელობს რუსების წინააღმდეგ და რამდენადაც ვიცი, უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს, რა თქმა უნდა, ის რუსებს და „ქოცრუსებს“ ნერვებს უშლის“,- აცხადებს სააკაშვილი.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები