2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორის არის - ჯანმოს დირექტორი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის პროგნოზით, პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორის არის.

„კვლავ მაღალია გადადების მაჩვენებელი, ხოლო ვაქცინაციის მოცვა ბევრ ქვეყანაში კიდევ დაბალია. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქება ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს, რაც ახალი შტამების გამოჩენის რისკს აჩენს. დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მუშაკების დიდი რაოდენობა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან ვაქცინირებული“ – აღნიშნავს გებრეიესუსი გავრცელებულ განცხადებაში.

 

მისივე განმარტებით, პანდემიის მესამე წელს, სამი ფაქტორია კრიტიკული:

„პირველი – დაღლილობა. ხალხი ძალაგამოცლილია ორწლიანი სიკვდილის, სოციალური იზოლაციის, ოჯახური შეკრების აკრძალვის, დახურული სკოლებისა და სამუშაო ადგილების შეფერხების შემდეგ. მეორე – წინა ვაქცინაციის ან ინფექციისგან იმუნიტეტის ხანგრძლივობა გაურკვეველი რჩება. მესამე – ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ განვითარდება ვირუსი“, – ამბობს ტედროს ადჰანო გებრეიესუსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები