0 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"ჩირქი, რაც მოცხეს, არავის შერჩება" - დაკავებული ძიუდოისტის მამა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი ქარქაშაძის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამა, რამაზ ტატიშვილი მისი შვილის დაკავებაზე საუბრობს.

იგი კატეგორიულად უარყოფს საქმეში მისი შვილის ბრალეულობას და აცხადებს, რომ "ეს არავის შერჩება".

"არანაირი ბრალი არ იქნება, გიგა სუფთაა და ყველა ნახავს და ის ჩირქი, რაც მოცხეს, არავის არ შერჩება",-აცხადებს რამაზ ტატიაშვილი "ფორულასთან".

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, დღეს დილას 17 პირი დააკავეს, მათგან ერთი არასრულწლოვანია. დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ედავებიან - ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები