1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა იწვევს სიმსივნეს და როგორ შეიძლება შევამციროთ დაავადების განვითარების რისკი? - კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ ონკო-გინეკოლოგი ლაშა გეწაძე ყველაზე გავრცელებული დაავადების შესახებ

ონკოლოგიური დაავადებები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მთელს მსოფლიოში. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მისმა ასაკმა მკვეთრი ცვლილება განიცადა და კიდევ უფრო დაიწია ქვემოთ. სიმსივნის გამომწვევი მიზეზები როგორც იმუნური, ისე სოციალური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ გენეტიკური ფაქტორებია.

რისკ ჯგუფში პროცენტულად ქალები უფრო ჭარბობენ, ვიდრე მამაკაცები, ეს კი განპირობებულია ქალური ორგანოების კიბოს განვითარების მაღალი ალბათობით.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე დღითი დღე იმატებს, ადამიანები კიდევ უფრო ბევრს იგებენ სიმსივნისა და მისი განვითარების რისკების შესახებ, მაინც ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სიმპტომის აღმოჩენას. 

ონკო-გინეკოლოგი ლაშა გეწაძე გვესაუბრება სიმსივნის განვითარების სხვადასხვა ფაქტორების, მისი თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის გზების შესახებ:

რა იწვევს კიბოს და ვინ არიან ყველაზე მეტად რისკ-ჯგუფში?

- ონკოლოგიურ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ვიცოდეთ, რომელმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების განვითარების რისკის გაზრდა. ეს განაპირობებს პაციენტის მოთავსებას ეგრეთწოდებულ რისკ-ჯგუფში. არსებობს რისკ-ფაქტორები: მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი.

მოდიფიცირებადია - თამბაქოს მოხმარება, ფიზიკური აქტივობა (არააქტიური ცხოვრების წესი), წონის კონტროლი, ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის მოხმარება, ინფექცია (ჩვენს შემთხვევაში პაპილომა ვირუსი),მზის სხივები, მავნე გარემო ფაქტორები. არამოდიფიცირებადია - ასაკი, ეთნიკურობა, სიმსივნის ოჯახური ანამნეზი (ანუ გენეტიკური ფაქტორი).

რა ტიპის სიმპტომები ახასიათებს ონკოგინეკოლოგიურ დაავადებებს?

- ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებს რაიმე ერთი მკაფიოდ გამოხატული სიმპტომი არ ახასიათებს. სწორედ ეს წარმოადგენს საშიშროებას. მოკლედ განვიხილოთ თითოეული ლოკალიზაცია.

მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საშვილოსნოს ყელის კიბო, მას ახასიათებს პათოლოგიური პროცესების და კანცეროგენეზის ერთგვარი სტადიურობა. ეტიოლოგიაში გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: ნაადრევი ან გვიანი მენარხე, ნაადრევი ან გვიანი მშობიარობა, სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, პარტნიორის ხშირი ცვლა, მრავალი აბორტი და მშობიარობა, ვირუსული ინფექციები (პაპილომა, ჰერპესი), ტრავმები, გენეტიკური ფაქტორები.

გარეთა სასქესო ორგანოების კიბოს განვითარება დამოკიდებულია ფონურ პროცესებზე: აღინიშნება კანის ქავილი, წვა, ჩნდება მცირე წყლული, იწყება ტკივილი შორისის მიდამოში, წვის და ჭრის შეგრძნება მოშარდვისას.

საშვილოსნოს ტანის დაავადებების ადრეული ნიშნებიდან საყურადღებოა თეთრად შლა, წყალ-წყალა გამონადენი, რომელიც შემდგომ ხორცის ნარეცხის ფერის ხდება, სისხლიანი გამონადენი მენო და მეტრორაგიის ტიპის, მენოპაუზაში - სისხლდენა.

როგორია დღევანდელი სტატისტიკა? რამდენად გახშირებულია სიმსივნე ჩვენს საზოგადოებაში?

- 2015 წლიდან საქართველოში დანერგილია კიბოს პოპულაციური რეგისტრი. 2015-2016 წლებში გამოვლენილი ახალი შემთხვევები თითქმის 2-ჯერ აღემატება წინა წლებში რეგისტრირებულ შემთხვევებს. აქ საუბარია ყველა ლოკალიზაციის ონკოლოგიურ დაავადებების ახალ შემთხვევებზე საქართველოში.

კონკრეტულად, ონკოლოგიურ დაავადებათა სიხშირე ქალის სასქესო ორგანოების ონკოლოგიური დაავადებებით ავადობაში 100 000 მოსახლეზე შეადგენს 52-ს.

2016 წელს გინეკოლოგიური კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო საშვილოსნოს ყელის და ტანის კიბო. დაავადების პიკი მოდის თბილისზე.

როგორ შეიძლება შევამციროთ დაავადების განვითარების რისკები?

- დაავადების განვითარების რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გინეკოლოგიურ დაავადებათა პრევენციული გამოკვლევები. კვალიფიციურ ექიმთა კონსულტაციები, კლინიკო-ლაბორატორული კვლევები სათანადოდ აღჭურვილ ლაბორატორიებში, მორფოლოგიური კვლევა, ონკო-მარკერების განსაზღვრა სისხლში, საჭიროების შემთხვევაში მცირე მასშტაბის სადიაგნოსტიკო ქირურგიული ჩარევები. ეს ემსახურება დაავადების ზუსტ დიაგნოსტირებას და აქედან გამომდინარე სწორი მკურნალობის დაგეგმვას.

რა სახის მკურნალობა ტარდება კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში?“

- კლინიკა აღჭურვილია ყველა სათანადო ტიპის, თანამედროვე კვლევითი და სამკურნალო აპარატურით, რაც შესაძლებლობას იძლევა პაციენტმა ჩაიტაროს გამოკვლევების სრული სპექტრი და შემდგომ შესაფერისი მკურნალობა, რაც ესაჭიროება ონკო-გინეკოლოგიურ პაციენტს.

კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი"ტელ: 2 25 90 50; 25 90 70
მის: წინანდლის 9/20

შემოგვიერთდით ფეისბუქზე https://www.facebook.com/hhealthhouse/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები