1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის ჩატარება უკვე იუსტიციის სახლებშიც შესაძლებელია

ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მუდმივად ფართოვდება. სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა, უკვე იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სხვა სერვისების პარალელურად, გაიგოს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში. 

სკრინინგის კუთხე საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლშია მოწყობილი. 
( თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ახალქალაქი, თელავი, ოზურგეთი, ახალციხე, გურჯაანი, ფოთი)

სკრინინგის ჩატარება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 50000-ზე მეტი ბენეფიციარი. მკურნალობაში ჩაერთო 49000-ზე მეტი ადამიანი. მკურნალობა დაასრულა 45000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი 98,3%-ია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები