1 6 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გამარჯვებისკენ სვლისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის გამარჯვებისთვის და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

"მომდევნო კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი გამარჯვებისკენ სვლისთვის. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი მოვლენებისა და გადაწყვეტილებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული ტერორის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა.

„რუსული ტერორის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, აღვადგინოთ უსაფრთხოება ყველა ჩვენს ქალაქსა და საზოგადოებაში - სუმის ოლქიდან დონბასამდე, ხარკოვის ხერსონის ოლქამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე და ეს გზაა უკრაინის სამხედრო გამარჯვება. სხვა გზა არ არის და არც იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები